среда, 10 сентября 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები,

კერძოდ:


  • როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და შეფასების მიზნით;
  • გავეცანით შეფასების რუბრიკას;
  • ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე და შესაბამისად შევიტანეთ გარკვეული ცვლილებები პროექტში;
  • გავიხსენეთ ფორმატის შეცვლა;
  • ვისწავლეთ ბლოგზე დიაგრამის ატვირთვა;
  • ვისაუბრეთ თუ როგორ გამოვაყენებინოთ მოსწავლეს ინტერნეტი უსაფრთხოთ;
  • ვისწავლეთ მასალის გაზიარება ერთობლივი მუშაობის მიზნით.

суббота, 6 сентября 2014 г.

კვლევები და ექსპერიმენტები

მეხუთხე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ პრეზენტაცია ავტვირთეთ google drive-ში, გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია და ავტვირთეთ. დ ა ვ ი ღ ა ლ ე თ    ძ ა ლ ი ა ნ :) :D

მეოთხე დღის რეფლექსია

 ტრენინგის  მე-4  დღე, ძალიან  შრომატევადი და ბევრის  მომცემი,  განვიხილეთ  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო კითხვები, მოვათავსეთ  ჩვენს ბლოგებზე ერთმანეთს გავუკეთეთ  საქმის მომცემი კომენტარები ასევე ვიმუშვეთ  საპრეზენტაციო პროგრამებზე.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

პორტფოლიოს პრეზენტაცია

пятница, 5 сентября 2014 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი შეკითხვა:


  • რა როლი უჭირავ კომპიუტერს დღევანდელ ცხოვრებაში?

თემატური კითხვები:



    • როგორ  ფიქრობთ,  კონკრეტულად  რისი  გაკეთება  შეუძლია  კომპიუტერს   ადამიანის  ცხოვრებაში?

    შინაარსობრივი კითხვები:

    • როგორ მოვიძიოთ და განვათავსოთ ინფორმაცია ინტერნეტში?
    • რომელ საძიებო სისტემას იყენებთ?
    • გაქვთ თუ არა შესაბამისი ცოდნა ცხრილებისა და დიაგრამების ასაგებად?

    среда, 3 сентября 2014 г.

    მესამე დღის რეფლექსი

    დღევანდელი დღე ძალიან ბევრის მომცემი იყო. თავდაპირველად გავიხსენეთ წინა დღის მასალა.შევისწავლეთ მეორე მოდულის პირველი ნაწილი,შემდეგ საბოლოოდ ჩამოვაყალიბეთ იდეები და დავსახეთ მიზნები ამ იდეების განხორციელებისთვის.

    воскресенье, 31 августа 2014 г.

    ჩემი პროექტის სასწავლო მიზნები

    • მოცემული პროექტი მოითხოვს ისტ-ის ისტორიის ცოდნას
    • პრიორიტეტების მიხედვით დაწყობილი მიზნები, რომელთა შეფასებაც განსაზღვრულია თემის ფარგლებში და რომელთაც მოსწავლეებმა თემის დამთავრების შემდეგ უნდა მიაღწიონ.
    • მასწავლებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ისტ-ის პროექტისათვის მოსწავლეების მზაობის შესახებ.
    • მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ინფორმაციის  შერჩევა და გამოყენება
    • მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
    • ისტ-ის გამოყენებისას ახდენს სამუშაო პროცესის ავტომატიზაციას, დროის და სხვა რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით (მაგალითად: ხშირად გამეორებადი მოქმედების შესასრულებლად ქმნის და იყენებს მაკროსებს, ცვალებადი დოკუმენტში მონაცემების გამოყენებისას ქმნის განახლებად ველებს)

    суббота, 30 августа 2014 г.

    პირველი მოდულის რეფლექსია

    ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. შევისწავლეთ შემდეგი მასალები: ინტელის რაობა და მნიშვნელობა; მოხდა ინტელის მოდულის გაცნობა; 21-ე საუკუნის უნარ - ჩვევების გაცნობა, რესურსების გაცნობა-განხილვა, პროექტების ნიმუშების განხილვა, მასალების (რესურსების ) გადატანა და მათი ატვირთვა. ბლოგის შექმნა და შეჯამება;ბლოგზე დავამატეთ გვერდები- დამხმარე მასალები,პროექტები და ჩემი ავტობიოგრაფია
     საშინაო დავალება- მოვიფიქროთ თემა პროექტისათვის და ბუკლეტის მომზადება.


    пятница, 29 августа 2014 г.

    მეორე დღის რეფლექსი

    დღევანდელი დღე საინტერესო იყო დავრეგისტრირდით ბლოგზე, ჩამოვაყალიბეთ იდეები, ვისაუბრეთ პროექტებზე და გავაკეთეთ კომენტარები, ვისწავლეთ ბროშურის შექმნა

    ჩემი პროექტის იდეა

                                                კომპიუტერის  განვითარების ისტორია

     
     საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს  ადამიანები  იგონებდნენ გამომთვლელ მანქანებს რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებას უკავშირებდნენ. მოცემული აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას  და შეისწავლიან თუ როგორ  მიმდინარეობდა საუკუნეების მიხედვით კომპიუტერის გამოგონება. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მიღებულ ცოდნის თანამედროვე ტექნოლოგიების   საშუალებით წარმოდგენა ისინი გააკეთებენ პრეზენტაციებს, აგებენ დიაგრამებს, ცხრილებს, გამოიყენებენ ინტერნეტს, გააკეთებენ ბროშურებს და გამოაქვეყნებენ.   მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოიძიებენ მათვის საინტერესო ადამიანებებს.